1 ივნისს ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე
აღინიშნება. ეს დღე კიდევ ერთხელ
გვახსენებს რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვა და მათ კეთილდღეობაზე
ზრუნვა.
ამ დღეს ჩვენ უფლება არ გვაქვს არ გავიხსენოთ ასობით
უმოწყალოდ დახოცილი ბავშვი ოკუპირებულ ტერიტორიაზე (1992-93წწ). საერთაშორისო
თანამეგობრობამ იცის იმის შესახებაც თუ როგორ უხეშად ირღვევა დღეს ოკუპირებულ
ტერიტორიაზე ბავშვთა უფლებები, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების
უფლება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ყველა ბავშვს, უპირველეს ყოვლისა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვებს,
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო
თანამეგობრობა მიიღებს ყველა ზომას, რათა ბოლო მოეღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ეთნიკური ნიშნით ბავშვების დისკრიმინაციას. მათი ასიმილაციის მცხდელობას, რომ
მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა აღიზარდონ
მშვიდობიან გარემოში, როგორც ჩვენი
ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები.