31 მაისს კინო სახლის კინოდარბაზში ორგანიზაცია “თაობა 21 საქართველოს” ორგანიზებით, პროექტის - “აფხაზეთი მე ვარ” - ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი ქალებისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება მოეწყო. ფილმის გმირები იხსენებენ აფხაზეთს და ჰყვებიან იმ ტრაგიკული ბოლო მოგონებების შესახებ, რაც მათ აფხაზეთთან აკავშირებთ.
ჩვენების შემდეგ ორგანიზაციამ ახალი “მშვიდობის ელჩები” წარადგინა და გაიმართა დაჯილდოების ცერემონია.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან ხაზი გაუსვა ფილმისა და პროექტის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს გაწეული შრომისათვის.
განსაკუთრებით აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ პროექტში “აფხაზეთი მე ვარ” შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სიგელი გადაეცა “მშვიდობის ელჩს”, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწეს დინარა დარსალიას. ქალბატონი დინარა პროექტისა და ორგანიზატორების ერთგული მხარდამჭერი და გულშემატკივარია.
ღონისძიებას კულტურის სფეროს წარმომადგებლები, სტუდენტები და დევნილი საზოგადოების
წევრები ესწრებოდნენ.