29 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში ქალაქ ოლომოუცის (ჩეხეთის რესპუბლიკა) საფაკულტეტო საავადმყოფოს კლინიკური და მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ექიმი-პათოლოგის,      დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ამერიკისა და კანადის პათოლოგიის აკადემიის და სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციების წევრის გვანცა ხარაიშვილის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და გვანცა ხარაიშვილის მიღწევებსა და წარმატებებზე ისაუბრა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისათვის და სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისთვის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და მედალი გადასცა.

დაჯილდოებულს მიულოცეს და ასევე მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ  ნუგზარ მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თემურ მჟავიამ. 

ღონისძიებას აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, აპარატის თანამშრომლები და გვანცა ხარაიშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

გალერეა

სხვა სიახლეები