2025 წლის 27 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი- „დიასპორა სამშობლოსთვის - ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება“ გაიმართა.
ღონისძიება გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. ფორუმის სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.
ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ
კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. გაიმართა
საკვირაო სკოლების მასწავლებელთათვის პროფესიული განვითარების კურსის გავლის დამადასტურებელი
სერტიფიკატების გადაცემა.
ასევე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საჭიროებებზე ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის, საკონსულო სამსახურის პროფესიონალურად შესრულებისთვის დაჯილდოვდა მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული, გიორგი ტაბატაძე.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა
და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვავრობის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.