სრულიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია, “პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება“ გაიმართა,რომელიც ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლისთავს მიეძღვნა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ანანიამ (ჯაფარიძემ), საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, წმინდა საყდრის დესპანმა, ცისის ტიტულატურულმა არქიეპისკოპოსმა ანტე იოზიჩმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური ჟურნალის - “თეოლოგია” - რედაქტორმა ალექსანდროს კაციარასმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ.
ღონისძიებაში ყოვლადწმინდა
სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი,
თბილისის სასულიერო აკადემიის მგალობელთა გუნდი და თბილისის სასულიერო სემინარიის
მგალობელთა გუნდი მონაწილეობდნენ.
კონფერენციის საზეიმო
გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები,
საპატრიარქოს წარმომადგენლები, წმინდა სინოდის წევრები, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
დირექტორი ზაზა აბაშიძე, ქართველი ისტორიკოსები და თეოლოგები ესწრებოდნენ.