თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის
დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა
სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე
ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ხელმძღვანელი პირები, თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს წევრები და
საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნდენ.