აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი გაიხსნა.

შენობა საზეიმოდ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძემ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ გახსნეს. 

გახსნის ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონპმიჰრი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართაკულტურის სახლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მისი რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა. 

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიჰრი რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძესაქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუასაქართველოს პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძესამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანიაბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაიასაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები  და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ ეტაპად ჩატარდაგანხორციელდა შენობის როგორც ინტერიერისისე ექსტერიერის სრული რეაბილიტაცია ყველა თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებითმოეწყო ახალი გადახურვასცენაშენარჩუნდა და აღდგა შენობის ისტორიული იერსახეთითოეული არქიტექტურული თუ მხატვრული ელემენტი.

 რეაბილიტაციის სრული ღირებულებაა 4 466 815 ლარი. 

ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო კულტურულ პროექტს უმასპინძლებს.

 შენობას 2016 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


სხვა სიახლეები