სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს.
თქვენი ღვაწლი, სიბრძნე და მრავალწლიანი თავდადებული მსახურება წარმოადგენს ქვეყნის ერთიანობის, მშვიდობისა და ეროვნული ღირსების უმნიშვნელოვანეს საყრდენს საქართველოსთვის. იგი ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყნის სულიერ აღორძინებას და განმტკიცებას, საზოგადოებაში მომავლისადმი რწმენის გაძლიერებას.
განსაკუთრებით ფასდაუდებელია თქვენი მუდმივი ზრუნვა დევნილი თანამოქალაქეების მიმართ. წლების განმავლობაში მათდამი გამოხატულმა სოლიდარობამ და თანადგომამ ძალა და იმედი შეგვმატა. თქვენი მწყემსმთავრული სიტყვა აძლიერებს სამართლიანობის აღდგენისა და საქართველოს გამთლიანების რწმენას.
გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და მხნეობას ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ.