მიმდინარე
წლის 9 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა
ჩატარდა, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
პრეზიდიუმის
წევრებმა გიორგი ჯინჭარაძის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის
თანამდებობაზე დანიშვნის თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობისთვის მიმართვის
საკითხი განიხილეს.
განხილვის
შემდეგ, დეპუტატებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ მიმართვას.
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და უმაღლესი საბჭოს
რეგლამენტის 114-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 2025 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობასთან
შეთანხმების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე
წარდგენილია ბატონი გიორგი ჯინჭარაძის კანდიდატურა.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.