ძვირფასო
თანამოქალაქეებო,
გილოცავთ
ახალი წლის შემობრძანებას. განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ვულოცავ ენგურს გაღმა-გამოღმა
მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ვუსურვებ
მათ სიმტკიცეს, რწმენასა და იმედს. მჯერა, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო დაგვაახლოებს
სამართლიანობის აღდგენასთან, თითოეული ოჯახის ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრებასთან.
გისურვებთ
ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას. ახალი წელი ყოფილიყოს ახალი შესაძლებლობების,
ერთიანობისა და საერთო წარმატების წელი. მწამს,
რომ ურთიერთთანამშრომლობითა და საერთო ძალისხმევით შევძლებთ საქართველოს გაერთიანებასა
და მისი ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას.
დაე,
ახალმა წელმა მოუტანოს იმედი, სიხარული და უკეთესი მომავლის რწმენა ჩვენს ქვეყანასა
და თითოეულ მოქალაქეს.
უფალი
იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!
პატივისცემით,
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია