მიმდინარე
წლის 10-11 იანვარს, “გლობალური განათლების სამიტი 2026“ ჩატარდა. ღონისძიება დუბაიში,
საერთაშორისო ორგანიზაცია - “განსაკუთრებული ზრუნვა განათლებაზე“ (AKS) ორგანიზებით
განხორციელდა.
სამიტზე
განიხილეს დისტანციური განათლების პერსპექტივები.
ღონისძიებას
ესწრებოდნენ დელეგატები საქართველოდან, არაბთა გაერთიანებული საემიროდან, თურქეთიდან,
აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან, ეგვიპტედან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან,
ხორვატიიდან, ტუნისიდან, ირლანდიიდან, რუსეთიდან, ყატარიდან.
პანელური
დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ხელოვნური ინტელექტის (AI) როლზე განათლების
სფეროში, განიხილეს ციფრული განათლების პერსპექტივები, წარმოჩენეს ის სირთულეები, რომლებიც
თან ახლავს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესს. წარმოდგენილი მოხსენებების
მეშვეობით მოხდა დაგროვილი გამოცდილების და შეხედულებების ურთიერთგაცვლა.
ღონისძიების
მეორე ნაწილი მიეძღვნა გლობალური განათლების სამიტზე მსოფლიოს მასშტაბით განათლების
სფეროს ხელშეწყობისათვის გამარჯვებული ნომინანტების დაჯილდოების ცერემონიას.
საერთაშორისო
ორგანიზაციასთან - “განსაკუთრებული ზრუნვა განათლებაზე“ (AKS) თანამშრომლობისა და ოკუპირებულ
ტერიტორიაზე განათლების აქტიური ხელშეწყობისთვის ჯილდო გადაეცა აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ჯემალ გამახარიას.
სამადლობელო სიტყვაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ალტერნატიული (დისტანციური) განათლების მიწოდების საჭიროება გამოწვეულია ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპაციით, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივ ეთნიკურ ქართველებს ეკრძალებათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში 2016 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. ქართულენოვანი სინქრონული და ასინქრონული დისტანციური სწავლების საპილოტე პროექტის მეშვეობით, არსებული ოკუპაციისა და დისკრიმინაციის პირობებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა სამიტის ორგანიზატორებს და წარმატებები უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში.