აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე
გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, თბილისის ილორის
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ქრისტეს შობისადმი მიძღვნილ ლიტურგიას დაესწრო.
საშობაო
ღვთისმსახურება ამავე ეკლესიის წინამძღვარმა მამა
ლევან ჯანაშიამ აღავლინა.
საშობაო
წირვას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და
კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ფრაქცია - “მრგვალი
მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის” თავმჯდომარე ანზორ წოწონავა და აფხაზეთის
მთავრობის წევრები.