7 თებერვალს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ძიგუა, პირველი მოადგილე თემურ გასვიანი, მოადგილე ბორის გაბუნია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი მარიამ გითოლენდია, იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი მაია შამუგია, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლიზა პაპასკუა.   

დეპუტატებმა იმსჯელეს აფხაზეთის მთავრობის ინიციირებით შემოსულ კანონპროექტებზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებში ცვლილების შეტანის შესახებ. 

აღინიშნა, რომ ცვლილება ითვალისწინებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროდ გარდაქმნას.

დებატებში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავა.

საკითხის განხილვის შემდგომ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებებს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ კოლეგების სახელით მიულოცა მინისტრს და მის გუნდს უწყების სამინისტროდ გარდაქმნა და წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში. 

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.  

გალერეა

სხვა სიახლეები