მიმდინარე
წლის 17 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
და პლენარული სხდომები ჩატარდა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
დეპუტატებმა
განიხილეს დღის წესრიგით წარმოდგენილი ორი საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და უმაღლესი საბჭოს დეპუტატის
ვახტანგ ყოლბაიას სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში მივლინების შედეგების შესახებ.
გაიმართა
საქმიანი დისკუსია. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები
გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ
თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და
აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ
ადა მარშანიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ.
რუდიკ ცატავას
განცხადებით, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა
კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი როგორც დევნილობაში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე
მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველყოფაა,
რისთვისაც შემუშავებულია სხვადასხვა გადაუდებელი თუ ამბოლატორიული პროგრამა. მან დაწვრილებით
მიმოიხილა ამ სფეროში არსებული რთული ვითარება. განაცხადა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით
გამოყოფილი ფინანსური სახსრები და მიდგომები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს დევნილი
და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას. შეფერხებით
ხდება ოკუპირებული ტერიტორიიდან პაციენტების გადმოყვანა და მათი საჭირო სერვისებით
უზრუნველყოფა. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს უპირველესი
ამოცანაა, ბენეფიციართათვის სოციალური და ჯანდაცვის სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების
გარეშე მიწოდება და არა დედაქალაქის ცენტრში საკმაოდ ძვირადღირებული პრეზენტაციების
გამართვა.
ადა მარშანიამ
ისაუბრა უმაღლესი განათლების რეფორმით გათვალისწინებული ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის
კომპონენტის შესახებ, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტსაც ეხება. აღნიშნა, რომ თვალყური
უნდა მივადევნოთ სოხუმის უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს, რადგან ის აფხაზეთის ქართული
ეროვნული სულის ბურჯია. აქ იქმნება ცოდნა, რომელიც ებრძვის სეპარატიზმს და, ქართულთან
ერთად, იცავს აფხაზურ იდენტობას, კულტურას. გამოითქვა იმედი, რომ რეფორმის ფარგლებში
სოხუმის უნივერსიტეტთან მიმართებით მიდგომები არ გადაიხედება. ამასთან, ადა მარშანია
გამოეხმაურა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დედაქალაქის ცენტრში ჩატარებული
პრეზენტაციის საკითხს და აღნიშნა, რომ წლების მანძილზე აფხაზეთის სხვადასხვა აღმასრულებელი
უწყება ხარჯავდა საკამოდ სოლიდურ თანხებს მსგავს ღონისძიებებში, რაც ყოვლად დაუშვებელია.
არსებობს ვ. არქანიას სახელობის დარბაზი, სადაც შესაძლებელია ასეთი ტიპის ღონისძიებების
გამართვა, ხოლო არსებული ფინანსები მოხმარდეს დევნილ მოსახლეობას და მის საჭიროებებს.
ნუგზარ მგალობლიშვილი
თავის გამოსვლაში შეეხო აფხაზეთის ბავშვთა სიმღერის გუნდის გაუქმების საკითხს. აღნიშნა,
რომ მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი შემოქმედებითი ჯგუფის თუ სკოლის არსებობა, რადგანაც
იგი ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ჰქვია ქართული კულტურის პოპულარიზაცია,
მოზარდების გათვითცნობიერება და აღზრდა. მან გამოთქვა იმედი, რომ მიღებული გადაწყვეტილება
გადაიხედება, ხოლო აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების მატერიალური ბაზა განმტკიცდება,
ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
პრეზიდიუმის
დასრულების შემდგომ გაიხსნა პლენარული სხდომა, რომელზეც იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას მოუსმინეს. მან რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით
შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინა.
ვახტანგ
ყოლბაიას განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს ინტერპელაციის ფორმატის
პროცედურის სრულყოფას, რითაც უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებს მიეცემათ მეტი
შესაძლებლობა შეისწავლონ და განიხილონ უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომებზე წარდგენილი
წერილობითი პასუხები. შეკითხვის ავტორი წერილობით პასუხს მიიღებს პლენარული სხდომის
ჩატარებამდე არანაკლებ 2 დღით ადრე, - აღნიშნა ვ. ყოლბაიამ. მან ასევე მოკლედ ისაუბრა
საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის და უმაღლესი საბჭოს წევრის ოთარ ზუხბაიას 85 წლის
იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამოს შესახებ, რომელიც 12 დეკემბერს ჩატარდა.
აღინიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს ინიციატივითა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარებულმა
საღამომ, დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში. ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა
ღონისძიების ჩატარებაში ჩართულ ყველა მხარეს.
სხდომის
დასკვნითი ნაწილი დეპუტატის ვახტანგ ყოლბაიას ქ.ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში
მივლინების შედეგების განხილვას მიეძღვნა, რომელიც 16 დეკემბერს შედგა. გაიმართა ნაყოფიერი
შეხვედრები წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, ზუგდიდში
მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან. უმაღლეს საბჭოსთან არსებული ფონდის - „სოციალური
სოლიდარობისთვის“ მხარდაჭერით ქ. ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 20 ოჯახს ჰუმანიტარული
დახმარება გადაეცათ. ვახტან ყოლბაიას განცხადებით, ვიზიტი ნაყოფიერი იყო.
სხდომის
დასასრულს მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ
ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს საინტერესო ინფორმაციებისა და განხილვისთვის.
ამასთან, ძირითადად გაიზიარა მათი კრიტიკული შენიშვნები. აღნიშნა, რომ აუცილებელია
გაფართოვდეს და მეტი სახსრები გამოიყოს დევნილთა დასახმარებლად სხვადასხვა მიმართულებით,
რაშიც უმაღლესი საბჭო მზად არის თანამშრომლობისთვის.
სხდომები
ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.