მიმდინარე
წლის 26
ნოემბერს,
უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრს ალიონა
ჩქოტუას მოუსმინეს.
მინისტრმა
უმაღლესი საბჭოს წევრების - თამაზ ხუბუას, ვახტანგ
ყოლბაიას, ადა მარშანიას, ზურაბ ჯგუბურიას მიერ წერილობით გაგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.
კითხვები შეეხებოდა ისეთი პროგრამების მიმდინარეობას, როგორიცაა - სამშვიდობო
რესურსი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა; მშვიდობის ლაბორატორია; სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა;
იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების
საკითხები. შეეხო სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული პროგრამა/ქვეპროგრამების
დასაფინანსებლად რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვის ეფექტიანობის საკითხს, წარმოადგინა
სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროექტების ნუსხა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.
მინისტრის
მიერ გაჟღერებული ვრცელი ინფორმაციის შემდეგ, დეპუტატებმა რამდენიმე დამაზუსტებელი
შეკითხვა დასვეს. გაკეთდა რეკომენდაციები და წინადადებები მომავალი
წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში სხვადასხვა
პროგრამების გათვალისწინების შესახებ. დისკუსიის
დასასრულს უმაღლესი საბჭოს წევრებმა
მაღალი შეფასება მისცეს აფხაზეთის იუსტიციისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს და პირადად მინისტრის საქმიანობას.
სხდომის მეორე ნაწილი მიეძღვნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ვიზიტს, რომელიც მიმდინარე წლის 21-22 ნოემბერს
შედგა. გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ასევე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელობასთან. ვიზიტის ფარგლებში
უმაღლესი საბჭოს წევრები შეხვდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან
დევნილებს. უმაღლესს საბჭოსთან არსებული ფორნდის - „სოციალური სოლიდარობისთვის“ მხარდაჭერით
ოზურგეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ.
სხდომის დასარულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ
გამახარიამ მოკლედ ისაუბრა ქართველი მღვდელმთავრის, მოღვაწისა და მოაზროვნის, წმინდა
გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში
უმაღლესი საბჭოს დელეგაციის მონაწილეობის შესახებ, რომელიც 23 ნოემბერს ჩატარდა.