13 ნოემბერს ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში ორგანიზაციის “აფხაზეთის კულტურის მოღვაწეთა კავშირის მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის” ინიციატივითა და ორგანიზებით,  ცნობილი სოხუმელი პოეტისა და ჟურნალისტის მარი ჟღენტის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა.  პროექტის ავტორი, სცენარისტი,  მუსიკალური რედაქტორია  ია მაისაია. 

ღონისძიენის ფარგლებში მოეწყო მარი ჟღენტის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. 

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ და მარი ჟღენტის პიროვნებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, პოეტმა მარინა თექთურმანიძემ, მსახიობმა, პედაგოგმა, პოეტმა ელდინო საღარაძემ, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა, პოეტმა ბელა ალანიამ, ფილოლოგიის დოქტორმა თამარელა წოწორიამ, მარი ჟღენტის შვილმა  ხატია კვარაცხელიამ. 

ჯემალ გამახარიამ, აქტიური სახელმწიფო-პოლიტიკური მოღვაწეობისთვის, ცნობილი პოეტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე მარი ჟღენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და მედლით დააჯილდოვა.  

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, გამოჩენილი ქართველი პოეტები, მწერლები, დევნილი საზოგადოების წევრები.

 

 

გალერეა