11 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა.
კომიტეტის
წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული
საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის 2024 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“.
თამაზ
ხუბუამ აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს ფრაქციებმა და კომიტეტებმა
შემოიტანეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი დასკვნები, სადაც ისინი
ეთანხმებიან ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ პროექტს და მხარს უჭერენ დასკვნის
ტექსტი გაიგზავნოს პრეზიდიუმისა და პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
მსჯელობებისა
და რეკომენდაციების შემდგომ სხდომის მონაწილე კომიტეტის წევრებმა ღია კენჭისყრით ერთხმად
მიიღეს გადაწყვეტილება ცნობად იქნას მიღებული აფხაზეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის
შესრულების ანგარიშის შესახებ“ და რეკომენდაცია გაეწიოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: თეიმურაზ
მჟავია, ნუგზარ მგალობლიშვილი, რაისა ქარაია (დისტანციურად), ეთერ ასტემიროვა, ზურაბ
ჯგუბურია, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მიადგილე ლევან თევზაია, საბიუჯეტო
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინა სააკაშვილი,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი მურმან ფარფალია, იზოლდა ხვიჩია.