27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე, საქართველოს უახლესი ისტორიის უდიდესი ტრაგედიაა. 1992-1993 წლებში რუსეთ-საქართველოს შორის  მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეწირა, დევნილად იქცა 300 000-მდე ადამიანი.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა  ჯემალ გამახარიამ,ვახტანგ ყოლბაიამ, თამაზ ხუბუამ, ადა მარშანიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, თემურ მჟავიამ, მურმან კვარაცხელიამ, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, აპარატის თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავგანწირული მეომრების ხსოვნას. ყვავილების გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და   ჟიული შარტავას  საფლავი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები სამების საკათედრო ტაძარში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დაღუპულ სულთა მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.



 

 

გალერეა

სხვა სიახლეები