22 სექტემბერს
საქართველოს ტენიკურ
უნივერსიტეტში ჟიული
შარტავას საზოგადოებისა და
ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით
აფხაზეთში საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა
და დაღუპულთა
პატივგებისადმი მიძღვნილი
ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით
უნივერსიტეტის რექტორმა,
აკადემიკოსმა დავით
გურგენიძემ გახსნა.
დამსწრე საზოგადოებას
სიტყვით ასევე
მიმართეს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარე ჯემალ
გამახარიამ, უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის
მოადგილემ, საბიუჯეტო
და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარემ,
ჟიული შარტავას
საზოგადოების თავმჯდომარე
ვახტანგ ყოლბაიამ,
ჟურნალისტმა მაყვალა
ბერიანიძემ, ჟიული
შარტავას შვილიშვილმა
გიორგი შარტავამ,
ჟიული შარტავას
თანამებრძოლებმა ვასილ
კადინეცმა, ბაკურ
გულუამ, თემურ
შაშიაშვილმა.
შეხვედრაზე გაიხსენეს
აფხაზეთის ომის
მონაწილეები და
ის ადამიანები,
რომლებმაც საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში
საკუთარი სიცოცხლე
შესწირეს. ღონისძიების
დასასრულს კი,
მოკლემეტრაჟიანი ფილმის
– „რუხის შეხვედრების
კვალდაკვალ“ ჩვენება
გაიმართა.
ღონისძიებას ასევე
ესწრებოდნენ ომის
ვეტერანები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები
და სხვა
მოწვეული სტუმრები.