15 მაისს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაცია “გზა შინისაკენ”
ორგანიზებით გამოფენა - “ჭუბერის გზა, გზა გოლგოთად ქცეული” გაიმართა.
გამოფენა ქართველი და უცხოელი ხრლოვანების ფოტო
და ვიდეო მასალებს აერთიანებს. ასევე წარმოდგენილი იყო ბრიტანელი ფოტოგრაფის მაიკლ
გოლდუოთერის მოგონებები აფხაზეთის ტრაგიკული მოვლენების შესახებ.
გამოფენას უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები
და წევრები: ჯემალ გამახარია, თამაზ ხუბუა, ნუგზარ მგალობლიშვილი, თემურ მჟავია, აფხაზეთის
იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, გენერალ-მაიორი დავით გულუა,
ვეტერანები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.