14 მაისს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება “აფხაზეთის ხმები - დევნილობიდან წარმატებამდე გაიმართა.” ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი სოხუმელი მწერალი, კომპოზიტორი, უმაღლესი საბჭოს სამშვიდობო ღონისძიებების კოორდინატორი  ნინო მირცხულავაა.

 ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სხვადახვა სფეროში წარმატებული, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები: მორაგბე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი მერაბ (ბუკა) შარიქაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი, სოხუმის სამშობიაროს ყოფილი მთავარი ექიმი და ამჟამად ღუდუშაურის კლინიკის პერინატალური სამსახურის უფროსი რევაზ სულუხია, მსახიობი, ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი, მოცეკვავე, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ბაჩანა ჭანტურია.

პროექტი „აფხაზეთის ხმები“ აერთიანებს აფხაზეთიდან (სოხუმიდან) წარმოშობილ წარმატებულ ადამიანებს, რომლებმაც დევნილობის, სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად მიაღწიეს წარმატებას სხვადასხვა სფეროში. მიზანია ახალგაზრდებს (განსაკუთრებით დევნილ ოჯახების შვილებს) აჩვენოს რეალური ისტორიები,  დევნილობა არ არის დასასრული.  ტკივილი შეიძლება გახდეს ძალა, მონატრება კი — მოტივაცია. პროექტი ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას, ახალგაზრდა თაობაში თვითრწმენისა და იმედის განვითარებას, აფხაზეთის კულტურული იდენტობის გაძლიერებას.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვი მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელმა, საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ.

ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, ჩაკლოვას საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი ლიკა ჩაკლოვა, თანადამფუძნებელი მაკა ცაბუტაშვილი.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელმა,საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ მადლობა გადაუხადა ამ ღონისძიების ინიციატორებს,ორგანიზატორებს და მონაწილეებს და განსაკუთრებით  ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას ამ ღონისხიების ჩადატარებლად ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზის  გამოყოფისთვის!

 

გალერეა