30 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
თეატრალურ დარბაზში ორგანიზაცია “მშვიდობის ელჩები - ქვეყნის მომავლისთვის” ორგანიზებით
დოკუმენტური ფილმის “ინგირს მელე” პრეზენტაცია გაიმართა. ფილმის გმირები იხსენებენ აფხაზეთს და მათი თვალით
დანახულ ომის დროინდელ მოვლენებსა და ისტორიებს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარე
გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ, აფხაზეთის იძულებით
გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
ღონისძიებას უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო
ხელისიფლების წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და სხვა
მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიას შინდლერის აკადემიის რექტორმა, პროფესორმა მაქს მეირ შავიტმა თანადგომისა და მხარდაჭერისათვის ოქროს სიგელი გადასცა.