აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია,
მთავრობის თავმჯდომარე
გიორგი ჯინჭარაძე,
უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარის მოადგილე,
საბიუჯეტო და
სოციალურ-ეკონომიკურ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ვახტანგ
ყოლბაია, მთავრობის წევრები სამების
საკათედრო ტაძარში
წირვას დაესწრნენ.
ტაძარში სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა
და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა,
უწმინდესმა და
უნეტარესმა შიო
III-მ, ჯვართამაღლების დღესთან
დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა
და აფხაზეთში
საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისთვის ბრძოლაში
დაღუპულთა სულების
მოსახსენებელი პანაშვიდი
გადაიხადა.
სამების საკათედრო
ტაძარში აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს, მთავრობის
აპარატისა და
დევნილი საზოგადოების
წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.