ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი: ევროპის საბჭოს რეზოლუცია საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ

 

ევროპის საბჭოს რეზოლუცია საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ

 

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები: 



1. გაიხსენეს რა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებები „საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ“, 2014 წლის 29-30 აპრილს და 2 მაისს (1198ე შეხვედრა), 12 მაისს 2015 (1227ე კრება), 2016 წლის 4 მაისს (1255-ე სხდომა), 2017 წლის 3 მაისს (1285-ე სხდომა) და 2018 წლის 2 მაისს (1315-ე სხდომა); კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ცალსახა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.



2. აცხადებენ რა, რომ რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს შორის კონფლიქტიდან ათი წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის ხელის შეშლას და აფერხებს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში/სამხრეთ ოსეთი, სამხედრო წვრთნების და ინფრასტრუქტურის ზრდა, ე.წ. შეთანხმებების განხორციელება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის / ინტეგრაციის შესახებ, საქართველოს ცხინვალის რეგიონის სამხედრო ნაწილების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შეყვანა, აფხაზეთის რეგიონში ე.წ. "შეიარაღებული ძალების ერთობლივი ჯგუფის", ე.წ. "სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრების" შექმნა, ასევე ე.წ. საბაჟო პუნქტების ფუნქციონირება საქართველოს ორსავე რეგიონში, მიმართული ამ რეგიონების ინტეგრაციისკენ რუსეთის ფედერაციის საბაჟო სფეროში; კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი უკანონო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, მათ შორის რუსეთის პასპორტებისა და ე.წ. ბინადრობის ნებართვების გაცემის გზით, რითაც უცხოელი მოსახლეობის (foreign residents) ე.წ. სტატუსის დამკვიდრება ხდება, არ გააჩნიათ სამართლებრივი ეფექტი და კიდევ უფრო ართულებენ არსებულ სიტუაციას; მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეაჩეროს და შეცვალოს უკანონო ქმედებები და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. კერძოდ, საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი / სამხრეთ ოსეთი, სამხედრო და უსაფრთხოების ძალების გაყვანასთან დაკავშირებით და საშუალება მისცენ ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის ჩამოყალიბებას;



3. აცხადებენ, რომ საქართველო, როგორც ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც საერთაშორისო სამართლებრივი სუვერენიტეტი გააჩნია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის მიხედვით, კვლავაც შეზღუდულია ამ რეგიონების ლეგიტიმური იურისდიქციის განხორციელებაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან უწყვეტი დაბრკოლებების გამო, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მუდმივი სამხედრო ყოფნით ამ რეგიონებში.



4. ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ მუდმივი მოწოდებების მიუხედავად, მოხდეს ამ პროცესის უკან დატრიალება (reverse), რუსეთის ფედერაცია განაგრძობს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური დაბრკოლებების ინსტალაციას, ოჯახების და თემების გამიჯვნას, ადამიანის უფლებების  და ფუნდამენტური თავისუფლებებს დარღვევას, რითაც ხელს უშლის კონფლიქტის დარეგულირება, რომელიც მოიცავს ორ წევრ სახელმწიფოს;



5. ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთის რეგიონში თითქმის ერთი თვის განმავლობაში გადასასვლელების შეზღუდვის შესახებ და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში 2019 წლის ზამთარში ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გადასასვლელების დახურვის გამო, რასაც ადგილობრივ მოსახლეობისათვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვა;



6. კიდევ უფრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, თავისუფალი გადაადგილების უფლების, საკუთრების უფლების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების მხრივ.



7. განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავს ეთნიკურ ნიადაგზე ქართველების ინტენსიური დისკრიმინაციის მიმართ აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, კერძოდ, გალისა და ახალგორის რაიონებში, დამატებითი შეზღუდვების დაწესებით გადაადგილების თავისუფლებაზე, საცხოვრებელი ადგილის, სამუშაოსა და საკუთრების უფლების შეზღუდვაზე უცხოელი მოსახლეობად (as foreign residents) იძულებითი რეგისტრაციის შემთხვევაში ან გვარების და ეთნიკური იდენტობის შეცვლის მოთხოვნის გზით;



8. გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას  ერედვში, ცხინვალის რეგიონი / სამხრეთ ოსეთი, იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების სახლების დანგრევის გამო, რაც წარმოადგენს საკუთრების უფლების დარღვევას;



9. გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები კვლავ ვერ ახერხებენ თავიანთი ადგილწარმოშობის ადგილებს უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას



10. გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ადგილობრივ მოსახლეთა უკანონო დაკავების გამო



11. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტების დაუსჯელობის გამო; და  გამოხატავს შეშფოთებას ქართველი ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებისა და გაურკვეველი გარემოებებში გარდაცვალების გამო,



12. აღნიშნავს, რომ 2018 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო "ოთხოზორია-ტატუნაშვილის აქტი"  და 2018 წლის 26 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეწესებინა ეროვნული შეზღუდვები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიკვდილზე;



13. მკაცრად გმობს 2019 წლის 4 აპრილს სოხუმში მიღებულ გადაწყვეტილება, რომელიც, გარკვეული გარემოებების არსებობისას, ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ნარკოტიკების ექსპორტის, იმპორტის ან / და ტრანზიტის  გამო;



14. კვლავ ადასტურებს  2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე დაწყებულ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ეფექტური გამოყენების მაღალ პრიორიტეტს, რათა მოხდეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული მოუგვარებელი კონფლიქტის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების მოგვარება;



15. შეშფოთებას გამოხატავს 2018 წლის ივნისიდან გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფუნქციონირების შეჩერების გამო,  მოუწოდებს მონაწილეებს დაუყოვნებლივ განაახლონ შეხვედრები ამ მექანიზმის ფაგლებში, დამფუძნებელი პრინციპების სრული დაცვით. მიესალმებიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენას ერგნეთში და ხაზს უსვამენ ამ მექანიზმის ფუნქციონირების მნიშვნელობას;



16. მიესალმებიან საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას,  სახელწოდებით "მომავალი უკეთესი მომავლისკენ", როგორც საქართველოს მტკიცე სურვილის ნიშანს ხელი შეუწყოს ადმინისტრაციულ საზღვარის ორივე მხარეს მყოფ საზოგადოებებს შორის შერიგებასა და ჩართულობას, ასევე მიესალმებიან, საქართველოს მთავრობის ინოიაცტივას - "აწარმოე უკეთესი მომავლისათვის"



17. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოში, კიდევ ერთხელ მოუწოდებს  საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონებში  ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ხელისუფლებებს



ა) შექმნან პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა და ლტოლვილთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის;
ბ) შეწყვიტონ ეთნიკური დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა, უპირველეს ყოვლისა, გალისა და ახალგორის რაიონის ქართული მოსახლეობის მიმართ, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებად დარეგისტრირების ან გვარების შეცვლის მოთხოვნა სრული სამოქალაქო უფლებების სანაცვლოდ
გ) მოხსნან ყველა დაბრკოლება, დაკავშირებული აფხაზეთისა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის  რეგიონში ეთნიკურად ქართველების დაღუპვის გამოძიებასთან და დამნაშავეთა მიმართ აღასრულონ მართლმსაჯულება;
დ) დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკა, რომელიც იწვევს საქართველოს ორსავე რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევას;
ე) მოხსნან ყველა დაბრკოლება ან შეზღუდვა დაკავშირებული ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ გადაადგილების თავისუფლებასთან, მათ შორის სამედიცინო და საგანმანათლებლო მიზნებითთვის
ვ) შეწყვიტონ თვითნებური დაკავებები, მათ შორის ე.წ. " საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის კონტექსტში და გახსნან „გადასასვლელი პუნქტები“
ზ) შეწყვიტონ სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში განათლების უფლების დარღვევა, საქართველოს ორსავე რეგიონში ქართული ენის სწავლების ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობას მიკუთვნებული ძეგლების შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად

 

18. ღრმა სინანულს გამოხატავენ, რომ არც ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარი, არც ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოები, არც სამდივნოს დელეგაციას, რომელსაც ევალება გენერალური მდივნის ანგარიშების მომზადება, არ მიეცათ ზემოხსენებულ რეგიონებში შესვლის უფლება;

ამ მიმართულებით რუსეთის ფედერაციასთან  და საქართველოსთან დიალოგის გამართვის მიზნით მოწვეულ იქნა გენერალური მდივანი ; რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს, უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა არსებულ ამ ტერიტორიებზე ევროპის საბჭოს ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა;

 

19. მოუწოდა გენერალურ მდივანს გააგრძელოს საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენა  მინისტრთა კომიტეტის წინაშე (წელიწადში ორჯერ)

 

Печать