ვიზიტი აზერბაიჯანში

 

4-11 ივნისს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია და დეპუტატი თემურ მჟავია ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

 

 

ვიზიტის ფარგლებში ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართულ შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა მისი დაარსებიდან 100 წლისთავს, უმაღლესი საბჭოს წევრებმა  განიხილეს თ. მჟავიას პროექტის იმპლემენტაციის საკითხები.

 

 

უნივერსიტეტის რექტორთან ქალბატონ ირადა ალიევასთან საუბრის დროს  ხაზი გაესვა  ე.წ. გაყინულ კონფლიქტებს, მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და დარეგულირების გზებს.

 

 

შეხვედრა შედგა ასევე აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს საგარეო ურთიერთობების სექტორის ხელმძღვანელთან რამილ აბაკიროვთან, რომელმაც მხარი დაუჭირა გაბალას (აზერბაიჯანი) საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის და აფხაზეთის ქალ მხატვართა გამოფენის მოწყობას.

 

 

აღნიშნულ და სხვა კულტურულ-ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობას გააგრძელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლობის ხეწლმძღვანელი საქართველოში ბატონი თეიმურაზ კირიმოვი.

 

 

ემოციური იყო შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ, ეროვნებით აზერბაიჯანელ ჰასან ბახტიაროვთან, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილი დიასპორის საკითხებში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

დავით გარეჯის კომპლექსის ბოლოდროინდელ დაძაბულობასთან დაკავშირებით, დ.გვაძაბიამ და თ. მჟავიამ მეზობელ პარტნიორებთან საუბარში გააჟღერეს საკუთარი პოზიცია, რომ „ორივე მეგობარ სახელმწიფოში რეალურად არსებობს რესურსი რთული საბჭოთა მემკვიდრეობის დასაძლევად და აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული.... აზერბაიჯანის რესპუბლიკა წარმოადგენს იმ ნაყოფიერ სივრცეს, სადაც შესაძლებელია აქტიური საქმიანობის წარმართვა საქართველოს დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions