აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ღვაწლმოსილ პედაგოგს საპატიო სიგელი გადასცეს


25 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ და დეპუტატმა ვახტანგ კაჭარავამ აფხაზეთიდან დევნილ, ღვაწლმოსილ პედაგოგს, ქალბატონ თინა ყურაშვილს 90 წლის იუბილე მიულოცეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცეს განათლების სისტემაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშობისთვის, უზადო შრომისთვის.

 

თინა ყურაშვილი 1952 წლიდან 1993 წლის სექტემბრამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბაბუშარის (გულრიფშის რაიონი) საშუალო სკოლაში, უძღვებოდა სასწავლო-საორგანიზაციო მუშაობას, იყო ბევრი საინტერესო წამოწყებისა და პროექტის ავტორი, როგორც პროგრამით გათვალისწინებული საკითხების შესწავლაში, ისე კლასგარეშე ღონისძიებების ორგანიზებაში, გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, დიდი შრომისმოყვარეობითა და თავისი საქმის ერთგულებით.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ქალბატონ თინას მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდა თაობის აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისათვის,  ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და აფხაზეთში დაბრუნება უსურვეს.










































































































































Печать