გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მორიგი სხდომა

15 მაისს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომამ დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილა:


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების შესახებ პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საკითხის უმაღლესი საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად დღის წესრიგში შეტანის თაობაზე.

 

სამივე საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდიუმის სხდომაზე მიღებულიქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები.

სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა და მას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.









































































































Печать