აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია დაიხურა

2020 წლის 26 ივნისს, პარასკევს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა, რომელზეც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად საგაზაფხულო სესიის დახურვას უყარეს კენჭი.

 

საგაზაფხულო სესიის დახურვამდე უმაღლესი საბოს წევრებმა განიხილეს რიგი საკითხებისა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია სექტემბრის დასაწყისში გაიხსნება, როგორც ეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით არის განსაზღვრული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს რიგგარეშე სესია.

სხდომას უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

პლენარული სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

























































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions