განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, იურისტებმა, ექსპერტებმა, პოლიტოლოგებმა, კანონპროექტის საერთო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი-სამართლიანობა” თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, უმაღლესი საბჭოს იურისტებმა გიორგი გვასალიამ და თამაზ სანიკიძემ, სამოქალაქო სექტორის წევრებმა.
კანონპროექტის გარშემო გაიმართა საქმიანი დისკუსია. კანონპროექტთან დაკავშირებით გამოითქვა შენიშვნები, წინადადებები, რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტის შემუშავების დროს.