პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

7 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: რამინ ქეცბაიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების პედაგოგიური კოლექტივების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელით დაჯილდოების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის ნ. ბარამიას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრში სწავლების კურსის გავლის შედეგების შესახებ.

 

სხდომის დასაწყისში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას.

 

სხდომამ მოისმინა საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ მგალობლიშვილის ინფორმაცია ქალაქ ზუგდიდში 9 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების პედაგოგიური კოლექტივების დაჯილდოების შესახებ, რასაც პრეზიდიუმმა მხარი დაუჭირა.

სხდომაზე მოისმინეს ასევე ნინი ბარამიას მოხსენება უსაფრთხოების გამოყენებითი კვლევების პროგრამის(PASS) სწავლების კურსში მონაწილეობის შესახებ. მან ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც დღეს გლობალური მასშტაბისაა და მარშალის ცენტრში ყველაზე მეტად არის ყურადრების ცენტრში, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და ამ ფონზე საქართველოს საკითხების აქტუალიზაციაზე სასწავლო პროგრამის მიმდინარეობისას. მოხსენების შემდეგ დეპუტატების მხრიდან დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები. მათ მაღალი შეფასება მისცეს ნინი ბარამიას მიერ გაწეულ სამუშაოს და სამომავლო მხარდაჭერა აღუთქვეს.

 

სხდომის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა აფხაზეთის თვალსაჩინო წარმომადგენელს, დამსახურებულ პიროვნებას რამინ ქეცბაიას. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა დიდი სითბო და სიყვარული გამოხატეს მის მიმართ. თითოეული მათგანი იხსენებდა ბატონი რამინის მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, საუბრობდა იმ დიდ ავტორიტეტზე, რომელიც მას ჰქონდა, როგორც აფხაზებში ისე ქართველებში.



















































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions