ჯემალ გამახარია ქართულ-აფხაზური ერთობლივი გამოცემების პრეზენტაციას დაესწრო

22 ივნისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართულ ქართულ-აფხაზური ერთობლივი გამოცემების პრეზენტაციას დაესწრო.

 

ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში დაცული მასალების საფუძველზე, ქართველმა და აფხაზმა სპეციალისტებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად ხუთი წიგნი გამოსცეს და სამი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელიც 2015 წლიდან ევროსაბჭოს ინიცირებითა და მედიაციით ხორციელდება. ნდობის აღდგენის ერთ-ერთი პროექტის - “არქივების მენეჯმენტი” ფარგლებში კი 2015-2023 წლებში ქართველ და აფხაზ სპეციალისტებს შორის საარქივო საკითხებზე 18 სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, ასევე, სპეციალური სტუმრის სტატუსით - საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.

ქ​​ართულ-აფხაზურ გამოცემებს შორისაა “დურიფშის შეკრება 1931 წელი”; “ხეობა საბჭოთა წყობის გარეშე”; “მუჰაჯირობა 1867 წელი”; “მეორე მსოფლიო ომი – აფხაზეთის ასსრ-დან გაწვეულები 1941-1945 წლებში” და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ადა მარშანიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.
























































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions