უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და რიგგარეშე სესიის სხდომები ჩატარდა

1 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და რიგგარეშე სესიის სხდომები ჩატარდა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს:

„აფხაზეთის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დახურვის შესახებ“.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც დაგეგმილია აფხაზეთის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში 12-13 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, ხოლო 29 სექტემბერს გაფართოებულ სესიაზე წარდგენილი იქნება ჩატარებული კონფერენციების დასკვნები, გაკეთდება მოხსენება და იქნება მიღებული დადგენილება, რომლის პროექტი უკვე არსებობს. ჯემალ გამახარიამ ისაუბრა იმ უზარმაზარ სამუშაოზე და დაგროვილ მასალაზე, რომელიც აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით არის გაწეული საქართველოს ცენტრალური, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ დაახლოებით 100 გვერდამდე მასალას მოვუყარეთ თავი და მივაწოდეთ ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტს. ჩვენი მიზანი და მოვალეობაა საერთშორისო ორგანიზაციები გაეცნონ ამ მასალას და ახალი თვალით შეხედონ მას. ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გერმანიაში, ჰანოვერში ქართული დიასპორა აწყობს შეხვედრას, სადაც ის მიწვეულია და მონაწილეობას მიიღებს.

საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, დეპუტატებმა ანზორ წოწონავამ, ელგუჯა გვაზავამ, თეიმურაზ მჟავიამ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა ჟიული შარტავას საზოგადოების მიერ აფხაზეთის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 58-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, რიგგარეშე სესია დახურულად გამოცხადდა, შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.











Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions