ჯემალ გამახარია ჰანოვერში აფხაზეთის ტრაგედიის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო


15 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ნოდარ თოფურიძემ გერმანიაში, ჰანოვერში, აფხაზეთის ტრაგედიის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

კულტურული საღამო სახელწოდებით - „მივიწყებული დევნილები - იმედის 30 წელი”, რომელიც ქ. ჰანოვერის კულტურის ცენტრში გაიმართა, გერმანიაში დაფუძნებული ააიპ „გერმანულ-ქართული სახლის“ (Deutsch-Georgisches Haus e.V.), გერმანიაში საქართველოს საელჩოს, ქ. ჰანოვერის მმართველი სტრუქტურებისა და გერმანიის საზოგადოებრიობის ჩართულობით განხორციელდა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს „გერმანულ-ქართული სახლის“ ერთერთმა ხელმძღვანელმა ნინო ციბაძემ, ჰანოვერის მერმა ტომას კლაპროტმა, რეგიონის პოლიციის პრეზიდენტმა გვენდოლინ ფონ დერ ოსტენსმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა მუხრან გულაღაშვილმა, გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკატერინე წივწივაძემ, სხვა საპატიო სტუმარმა.

ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, გერმანიაში მოქმედ ქართულ დიასპორას აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, ქართულ-გერმანული ურთიეთობების განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის. ამასთან, ვრცლად ისაუბრა 30 წლიანი ოკუპაციის პირობებში აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობაზე.

კულტურული საღამოს ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მოიხსენიეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა და დევნილობაში გარდაცვლილთა სულები. დაესწრნენ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ შექმნილი დოკუმენტური ვიდეო-ჩანახატების ჩვენებას, მოისმინეს გერმანიაში მოღვაწე ქართველი და აფხაზი მომღერლების მიერ შესრულებული ქართული პოლიფონიური და ხალხური სიმღერები (აფხაზეთის თემატიკასთან შესატყვისობაში), ასევე კლასიკური არიები ქართული ოპერიდან.

საღამოს დასასრულს, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა მოზარდებმა თემო და ქეთი მჭედლიშვილებმა წაიკითხეს ამონარიდი გურამ ოდიშარიას წერილებიდან „ჩვენ სოხუმში გემით დავბრუნდებით“, შეასრულეს სიმღერა „სამაჩაბლო, სოხუმი, გაგრა“.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები ევროპაში მოღვაწე ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან, გერმანიაში საქართველოს საელჩოს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ჯემალ გამახარიას თქმით, მხარეებმა იმსჯელეს ქართულ-გერმანული ურთიერობების განმტკიცების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის, ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციისა და მასთან ინტეგრაციის ხელშემწყობი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესახებ.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას გამოსვლა (ჰანოვერი, 15.09.2023წ.) სრულად:






































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions