უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა აფხაზეთიდან დევნილ, ახალგაზრედა მხატვარ სალომე ხუბუას შეხვდა

მ/წ 14 თებერვალს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ბატონ თამაზ ხუბუასთან ჩატარდა შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ, ახალგაზრედა მხატვარ სალომე ხუბუასთან.

 

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ნუგზარ მგალობლიშვილი და აფხაზეთიდან დევნილი ცნობილი ხელოვანი, მხატვარი ალექსანდრე (გიზო) ხუბუა, შეხვედრაზე ქალბატონმა სალომემ წარმოადგინა მისი მრავალრიცხოვანი ნახატებიდან მცირედით შედგენილი ელექტრონული გამოფენა.

მოისმინა მხატვრების კომპეტენტური შეფასებები და რეკომენდაციები შემდგომ შემოქმედებით საქმიანობაში.

შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო სამოქმედო გეგმები აგრეთვე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ახალგაზრდა მხატვრის ს. ხუბუას ნამუშევრების გამოფენის მომზადება და აფხაზეთის დევნილი და საქართველოს საზოგადოებებისთვის პრეზენტაცია.





















































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions