უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები ჩატარდა

28 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები ჩატარდა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის შესახებ“; “სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენების თაობაზე; და “ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობის შესახებ“.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავა, დეპუტატები ზურაბ ჯგუბურია და ელგუჯა გვაზავა, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია.


წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოადგენილ საკითხებს.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.






























































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions