უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარულ სხდომებზე ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს

29 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

სესიამ განიხილა ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების სფეროში არსებული პრობლემები.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, კომიტეტის აპარატის უფროსი დავით გიორგაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, უმაღლესი საბჭოს წევრები, აპარატის თანამშრომლები.

ძირითადი მოხსენება წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ. მან ყურადღება გაამხავილა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე, რომელიც უკავშირდება მოსწავლეებისა და სტუდენტების წინაშე მდგარ პრობლემებს ქართულენოვანი განათლების მიღების პროცესში. “წარმოშობილი სირთულეები გამოწვეულია, როგორც შეუსაბამო სასკოლო განათლებით, ისე რუსულ ენაზე მიმდინარე მკვეთრად ანტიქართული იდეოლოგიისა და განათლების დანერგვით“ - აღნიშნა ნანა კვარაცხელიამ.

საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, ფრაქცია “მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის“ თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ.

სესიის მუშაობა შეაჯამა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.



























































































































































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions