უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა

20 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

დეპუტატებმა მოისმინეს ინფორმაცია, მ/წ 12-13 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული „გლობალური განათლების სამიტი - 2024“-ს და 2 მაისს ქ. სენაკში უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქციის შედეგების შესახებ, რომელიც წარმოადგინა აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ.

მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა გაწეული მუშაობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები. მათ მაღალი შეფასება მისცეს საქველმოქედო ღონისძიებების ჩატარებას და ამ ღონისძიებების მომზადებაში უშუალოდ ჩართული თანამშრომლების საქმიანობას. ამასთან, დეპუტატებმა განიხილეს და მოიწონეს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენელთა ვიზიტის შედეგები.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავა, ფრაქცია  ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” თავმჯდომარე ჯემალ საჯაია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.




































































































































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions