უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა უძღვებოდა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილეები გიორგი ბულისკერია და იგორ კოპალიანი.

მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბინებით უზრუნველყოფას, ამ საკითხთან დაკავშირებით კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს; მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების საკითხებს; დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების ობიექტებში მცირე და საშუალო რემონტისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებულ სახსრებს; ყველაზე ავარიული და სავალალო მდგომარეობაში მყოფი დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების ობიექტებსა და დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულ  სამუშაოებს, სამომავლო გეგმებს; საანგარიშო წლის განმავლობაში მივლინებებს და სხვა საკითხებს.

სხდომის მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა ანზორ წოწონავამ, ელგუჯა გვაზავამ, თეიმურაზ მჟავიამ.

სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს დასკვნითი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასა მინისტრისა და სამინისტროს გაწეული მუშაობა.

სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებს მათ მიერ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ყოფითი პირობების გაუმჯობესების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, მაღალკვალიფიციური, პროფესიონალური უნარჩვევებისა და აქტიური საზოგადოებრივი პოზიციისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

რომან სულაბერიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მრჩეველი.

დემურ კეკელია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ღელმძღვანელი.

ვიტალი კიკნაველიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი.

დავით ჭედია -  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.

თემურ წურწუმია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

























Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions