იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

5 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობის საკითხი.

სხდომის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხზე საუბრისას ხაზი გაუსვა აღნიშნული ცვლილების აუცილებლობას.

საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: ანზორ წოწონავამ, რაისა ქარაიამ.

საკითხის განხილვის შემდეგ  კომიტეტის წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობას.

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: რაისა ქარაია, მურმან კვარაცხელია, ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა, ნაპოლეონ მესხია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.






























































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions