უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა

7 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხი:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის შესახებ.

საკითხთან დაკავშირებით იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ  ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა. მან აღნიშნა, საქმე ეხება ცვლილებას, რომლის თანახმად დევნილ ოჯახს  ქულები უნდა შეუნარჩუნდეს ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაშიც, რაც ასევე ხელს შუეწყობს რიგითობის შენარჩუნებას და მის დროულად დაკმაყოფილებას საცხოვრებლით. დევნილ ოჯახს შეუნარჩუნდება ის მაჩვენებელი, ქულათა ის რაოდენობა, რომლის მიხედვითაც დევნილის ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება იმგვარივე საცხოვრებლით, როგორსაც მისი ოჯახი მიიღებდა ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე.  წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს იმგვარი მექნიზმის განსაზღვრას, რომელიც დაიცავს დევნილი ოჯახის ინტერესებს.

საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი დიდი ხანია მზადდება, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მისი თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით გაიარა ყველა კონსულტაცია, კანონპოროექტი გაგზავნილი იყო აფხაზეთის მთავრობაში,  ცენტრალურ მთავრობაში და წინასწარი დასკვნები და შეფასებები დადებითია ყველა დონეზე.

მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ  ანზორ წოწონავამ, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარემ  რაისა ქარაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ.

საკითხის განხილვის შემდეგ  უმაღლესი საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრით  ერთხმა დაუჭირეს მხარი  უმაღლესი საბჭოს დადგენილებას კანონპროექტის  პარლამენტში წარდგენის შესახებ.














Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions