კერძოდ, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია.
"დეკლარაცია ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნავს ორგანიზაცია.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაზე და ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე.
გარდა ამისა, აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების ცვლილება და წაშლა, რაც ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და "რუსიფიკაციის" პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.