ჯემალ გამახარია აფხაზი მწერლის ივანე თარბას 100-წლისთავისადმი მიძღვნილი ლექსების კრებულის პრეზენტაციას დაესწრო

დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ივანე თარბას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეოდ გამოცემული ლექსების კრებულის პრეზენტაცია.

 

აფხაზი მწერლის 100 საუკეთესო ლექსი აფხაზურიდან ქართულად თარგმნა  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარმა ნიკა ბაძაღუამ. ქართულ საზოგადოებას საშუალება მიეცა გაეცნოს ამ დიდებული მწერლის ნააზრევს, რომელიც განმსჭვალულია როგორც აფხაზთა ისე ქართველთა სიყვარულით.

 

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის საზოგადოებისა და ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები.












Print