28 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და დეპუტატი ეთერ ასტემიროვა საქართველოში წითელი ჯვრის ICRC-ის დელეგაციის მოღვაწეობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოწყობილ ფოტოგამოფენას დაესწრნენ. გამოფენა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდა.
"ქართული TV" განაგრძობს გადაცემათა ციკლს "ჩემო აფხაზეთო". 2022 წლის 24 ივნისს, გადაცემის წამყვანმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა მურმან კვარაცხელიამ აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობაზე მსჯელობისათვის სტუმრად მიიწვია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი ქ-ნი ნანა კვარაცხელია.
24 ივნისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად დეპუტატებმა საგაზაფხულო სესიის დახურვას უყარეს კენჭი.
23 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის დარბაზში პირველად შეიკრიბა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ინიციატივით შეიქმნა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
17 ივნისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა შეხვდა 1990-1993 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსს მრჩეველს ქალბატონ მერი ჯანგველაძეს.