13 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა,   იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და აპარატის თანამშრომლები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 1992-1993 წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ. 

ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 იდენტიფიცირებული პირის   (5 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი)  ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. 

იდენტიფიცირებული 2 მებრძოლის ნეშტს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გალერეა

სხვა სიახლეები