8 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, შეიარაღებული ძალების 23-ე  ბრიგადის მეთაურს, გენერალ-მაიორ გენო ადამიას 89 წელი შეუსრულდებოდა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა ჯემალ გამახარიამ, თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ადა მარშანიამ, მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, მთავრობის წევრებმა,  ოჯახის წევრებმა,  მეგობრებმა და ვეტერანებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის  გენო ადამიას  ხსოვნას და გმირთა მოედანზე მისი ბიუსტი  ყვავილების გვირგვინებით შეამკეს. 

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა, მამა ლევან ჯანაშიამ  დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.



გალერეა

სხვა სიახლეები