სსიპ ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის კურსდამთავრებულის და ამჟამად  მედიაცენტრის  ხელმძღვანელის ნათია ქველაძის ინიციატივითა და ორგანიზებით აფხაზეთისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს აფხაზეთთან დაკავშირებული  სიმღერები, ცეკვები და  ლექსები.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა ნინო გახარიამ სკოლის აქტივობებში მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელები გადასცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ ხუბუას, სამგორის რაიონის გამგებელს კახა სამხარაძეს, პარლამენტის წევრს ვარლამ ლიპარტელიანს,  მე-5 მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრს ლია ჯახველაძეს, ბექა მაყაშვილს და გულიკო ამილიძეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბატონმა თამაზ ხუბუამ. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაწეული შრომისათვის. მან უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელით აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით გამართულ პატრიოტულ და შემეცნებით-აღმზედელობით აქტივობებში სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სისტემატიური მონაწილეობისათვის, აქტიური ეროვნული და საზოგადოებრივი პოზიციებისთვის ქ.თბილისის ჯამბულ წურწუმიას სახელობის  N94 საჯარო სკოლა უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგ-მასწავლებლები, მოსწავლეები, კურსდამთავრებულები და დევნილი საზოგადოების წევრები.  



გალერეა

სხვა სიახლეები