აღდგომის უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ

ქრიატიანთა უდიდესი დღესასწაულია მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა. ეს არის დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის განუზომელი სიხარულის მომტანია.



ვხარობთ, რადგან ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მკვდრეთით აღდგომისა, მესიის მოვლინებისა, რომელიც ადამიანთა ცოდვების მისატევებლად ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღდგომით კვლავ გააბედნიერა კაცთა მოდგმა; უფალმა უკლებლივ  ყველას მფარველობა იტვირთა, ვისაც კი გულწრფელი სინანულის, მიტევებისა და სიყვარულის ნება აღმოაჩნდება.

 

12 საუფლო დღესასწაულთაგან ყველაზე მნიშვნელოვანს - აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით, გილოცავთ  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უპირველესად მაინც აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს მოგმართავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს, სიმტკიცეს, სააღდგომო განწყობას, საკუთარ სახლ-კარში მშვიდობიანად, ღირსეულად დაბრუნებას, დანგრეულის სიყვარულით აღდგენას!

Печать