უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა

21 ოქტომბერს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი განიხილეს: საქართველოს პარლამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ, საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის („თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“) გამოთხოვის თაობაზე.

უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ინფორმაციით, რეგლამენტის შესაბამისად აფხაზეთის უმაღლესი საბჭო შემოდის წინადადებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის გამოთხოვის თაობაზე, რადგანაც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა „თავდაცვის კოდექსის“ კანონის პროექტზე, რომელიც მოახდენს თავდაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას. ხოლო, საკანონმდებლო პაკეტში წარმოადგენილი ინიციატივები ასახული იქნება „თავდაცვის კოდექსის“ კანონის პროექტში.

ინფორმაციის მოსმენის შემდგომ საკითხი გატანილ იქნა პლენარულ სხდომაზე განსახილველად. კენჭისყრის შედეგად უმაღლესი საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

სხდომებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომები ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

 

Печать