სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზურაბ ანჩაბაძის მემორიალური დაფა გაიხსნა


სოხუმის უნივერსიტეტში ცნობილი ისტორიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საქართველოს და აფხაზეთის  დამსახურებული მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, აფხაზეთის უნივერსიტეტის პირველი რექტორის ზურაბ ვიანორის ძე ანჩაბაძის მემორიალური დაფა  გაიხსნა.


 

ღონისძიებას ესწრებოდნენ   აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, ბატონ ზურაბ ანჩაბაძის ოჯახის წევრები.

ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, რომელმაც ჩვენთან საუბარში ხაზი გაუსვა სოხუმის უნივერსიტეტის მოქმედი რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივას - გახსნილიყო  მემორიალური დაფა სოხუმის უნივერსიტეტში ზურაბ ანჩაბაძის, როგორც მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის  ღირსებისა და დამსახურების  წარმოსაჩენად, სტუდენტი-ახალგაზრდობის წინაშე მისი ხსოვნის პატივსაცემად.

 

Print
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions