5 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ჯემალ გამახარიას უმასპინძლა.
შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს კანონშემოქმედებითი საქმიანობის სპეციფიკასა და თავისებურებებზე, ორი ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
თავმჯდომარეებმა
აღნიშნეს, რომ მზად არიან კოლეგიალური თანამშრომლობისთვის. მათ მეგობრობას, ურთიერთდამოკიდებულებას
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ერთიანობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენისთვის.
შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი - ზვიად ბერიძე ესწრებოდა, ყურადღება გავამახვილეთ აჭარაში მცხოვრები დევნილებისთვის განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამებზე.
საუბარი ასევე ეხევოდა რეგიონში მცხოვრებ აფხაზებს, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ იდენტობას, ტრადიციებსა და ნათესაურ კავშირებს.
უდავოა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქვეყნის
უმთავრეს ეროვნულ ამოცანად რჩება. ამასთან, კოფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება
და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური უზრუნველყოფა ჩვენი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამ მიმართულებით არა ერთი პროექტი ხორციელდება.